გარეთა თიაქარი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თიაქრის  ბანდაჟები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

გარეთა თიაქარი – საზარდულის თიაქარი შეადგენს მუცლის კედლის თიაქრების საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% – ს, ბარძაყის თიაქარი – 3%, ჭიპის – 9% – ს, ეპიგასტრული – 3% – ს, ოპერაციის შემდგომი თიაქარები 9% – ს და იშვიათი ფორმები დაახლოებით 1%.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ნებისმიერი გარე თიაქრის დამახასიათებელი სიმპტომია მუცლის კედლის გამობერვა, ფიზიკური დაჭიმვის ან ავადმყოფის ვერტიკალურ მდებარეობაში გადასვლის დროს. ჰორიზონტალურ მდებარეობაში გადასვლის შემდეგ ჩასწორებადი თიაქრის შემთხვევაში ხდება თიაქრის გამობერვის თავისთავადი ჩასმა მუცლის ღრუში. ფიზიკური დატვირთვის დროს შესაძლებელია ტკივილის წარმოქმნა გამობერვის ადგილზე.

♦♦ თიაქრის  ბანდაჟები ,,ამაზონზე”  hernia support >>   

ჩაუსწორებადი თიაქრის დროს აღინიშნება შეკრულობები, მცოცავისას – დიზურიული მოვლენები (ორეტაპოვანი მოშარდვის აქტის სახით, რაც დამახასიათებელია შარდის ბუშტის დივერტიკულებისათვის). მუცლის კედლის პალპაცია საშუალებას იძლევა დადგინდეს თიაქრის კარი.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი



..