გამსტორპის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გამსტორპის დაავადება – (I. Gamstorp, შვედი პედიატრი; სინ.: ეპიზოდური ოჯახური ადინამია) პაროქსიზმული დამბლის ფორმა, რომელიც ხასიათდება შეტევის პერიოდში სისხლის შრატში კალიუმის მომატებული შემცველობით, დაავადების შედარებით ადრეული დაწყებით (სიცოცხლის პირველი ათწლეული), შეტევების მაღალი სიხშირითა და ნაკლები ხანგრძლივობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა