განვითარების მანკი

განვითარების მანკი – (vitium congenitale) ნიშნავს ორგანიზმის – (ქსოვილების, ორგანოების, სისტემების) ნორმალური აგებულებისა და განვითარებისაგან თანდაყოლილ გადახრას. განვითარების ყველაზე მძიმე მანკს სიმახინჯე – (monstruositas, teratismus) ეწოდება. განვითარების მანკის პათოგენეზს საფუძვლად უდევს ემბრიოგენეზის პროცესების კოორდინაციის დარღვევა, ორგანოთა და ქსოვილთა განვითარების შეჩერება არახელსაყრელი ზემოქმედების შედეგად, განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში. ამასთან დაკავშირებით ვითარდება სხვადასხვა აგენეზია, ჰიპოგენეზია, ჰიპერგენეზია, ატრეზია და ა.შ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)განვითარების მანკი – რაიმე ორგანოს ან მთლიანი ორგანიზმის მყარი სტრუქტურული ცვლილება, რომელიც სცილდება ნორმის ფარგლებს და იწვევს ფუნქციის დარღვევას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი