განლევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

განლევა – (კახექსია) სხეულის მასის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ცხიმოვანი ქსოვილის გაქრობის, კუნთების ატროფიის შედეგად. ვითარდება შიმშილის, არაკალორიული კვები დროს, აგრეთვე სხვადასხვა დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ საკვების გამავლობის (საყლაპავის შევიწროება), მონელებისა და შეწოვის (ენტერიტები) დარღვევებით. განლევა ხშირად თან სდევს სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეებს, ხანგრძლივად მიმდინარე გულის უკმარისობას, ქრონიკულ ჩირქოვან პროცესებს, ზოგიერთ ნეიროენდოკრინულ დარღვევებს. ძალიან იშვიათად, განლევა შეიძლება იყოს ფსიქოგენური ბუნების. სიმპტომები. კახექსიის დროს კლინიკური გამოვლინებები, შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითადი დაავადების ხასიათთან. ამავდროულად, უხშირესად, აღინიშნება საერთო სისუსტე, ძილიანობა; ალიმენტური კახექსიისთვის დამახასიათებელია შიმშილისა და წყურვილის მუდმივი შეგრძნება. გამოკვლევისას აღინიშნება მკვეთრი განლევა, სიფერმკრთალე, ზოგჯერ შეშუპებები, რაც დაკავშირებულია ჰიპოპროტეინემიასთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა