გარეთა სასმენი მილის ფურუნკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გარეთა სასმენი მილის ფურუნკული – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) გარეთა სასმენის მილის ხრტილოვანი ნაწილის შემოსაზღვრული ანთება. კანის უმნიშვნელო დაზიანების შემთხვევაში ინფექცია ხვდება თმის ბუდეებში და ცხიმოვან ჯირკვლებში, საიდანაც იწყება ანთება. სიმპტომები. მკვეთრი ტკივილი ყურში, რომელიც ხშირად გადაეცემა კბილებში, ძლიერდება ღეჭვის დროს, ტრაგუსზე ზეწოლა და ყურის ნიჟარის მოქაჩვა მკვეთრად მტკივნეულია. აღინიშნება სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება. ინფილტრატით სასმენი ხვრელი მკვეთრი შევიწროების შემთხვევაში – სმენის დაქვეითება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა