გასტროკარდიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გასტროკარდიული სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვლინდება გულის რიტმის დარღვევით, გულის ფრიალით, ცვლილებებით ეკგ – ზე, ტკივილებით გულმკერდის არეში, ქოშინით და სხვ., და წარმოიქმნება საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით კუჭის გადავსების და დიაფრაგმის მაღლა დგომის დროს.გასტროკარდიული სინდრომი – გასტროკარდიული სინდრომი (რემჰელდის სინდრომი) წარმოადგენს გულ – სისხლძარღვოვანი ცვლილებების კომპლექსს, რომელიც წარმოიქმნება ჭამის შემდეგ კუჭის მკვეთრი გადატვირთვისა და დიაფრაგმის მაღლა დგომის დროს, კარდიალური ზონის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, კუჭის კარდიული ნაწილისა და საყლაპავის წყლულებისა და კიბოს დროს. ამ სინდრომის განვითარებას ხელს უწყობს კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება. დამახასიათებელია ტკივილი, ზეწოლის გრძნობა გულის არეში, გულის რიტმისა და არტერიული წნევის ცვლილებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა