გახანგრძლივებული S – T ინტერვალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გახანგრძლივებული S – T ინტერვალის სინდრომი – სინდრომი დაკავშირებულია არიტმიის დროს უცაბედ სიკვდილთან. თანდაყოლილი სინდრომისთვის დამახასიათებელია გრძნობის დაკარგვა და უცაბედი სიკვდილის მაღალი რისკი, შეძენილი გვხვდება ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე თანდაყოლილი. განარჩევენ ამ სინდრომის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავეს ვხვდებით მოწამვლების დროს(ფოსფორი, დარიშხანი, სინდიყი, კანინი, ვერატრინი და სხვ.), მედიკამენტების ხმარებისას – (კორდარონი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, აიმალინი, ფსიქოტროპული საშუალებები, ამინაზინი, მელერილი, ამიტრიპტილინი, ბარბიტურატები, ლიდოფლაზინი და სხვ.) ჰიპოკალიემიის, ჰიპოკალციემიის, ჰიპომაგნეზიემიის დროს, დიურეტიკების გამოყენების შედეგად და სხვ. ქრონიკული შემთხვევები გვხვდება მიოკარდიუმის ქრონიკული დაზიანების დროს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა