გიგანტურფოლიკულური ლიმფომა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გიგანტურფოლიკულური ლიმფომა – (ლათ. Lympha სუფთა წყალი + oma სიმსივნე; ბერძ. Gigas გიგანტური + ლათ. Foliculasis პარკი; სინ.: ბრილ – სიმერსის დაავადება, მაკროფოლიკულური ლიმფომა, ნოდულარული ლიმფოსარკომა) ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ლიმფოიდური ქსოვილიდან და ხასიათდება სიმსივნური უჯრედების ფოლიკულური ზრდით. კლინიკური გამოვლინებით გიგანტურფოლიკულური ლიმფომა წარმოადგენს ლიმფოსარკომის ყველაზე უფრო კეთილთვისებიან ვარიანტს. დაავადების დასაწყისში აღინიშნება ლიმფური კვანძების ერთი ჯგუფის, ან ელენთისა და კუჭის იზოლირებული დაზიანება. დამახასიათებელი თავისებურებაა ლიმფური კვანძების უსიმპტომო გადიდება მრავალი წლის განმავლობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ გიგანტურფოლიკულურ ლიმფომას აქვს შემოსაზღვრული გავრცელება, შემდეგში კი დგება სიმსივნის გენერალიზაცია ლიმფურ კვანძებზე გავრცელებით, როგორც ახლომდებრე ასევე დაშორებულებზე, კანის, კანქვეშა უჯრედისის, ნუშურების, შინაგანი ორგანოების, ძვლის ტვინის პროცესში ჩართვით. დაავადების პროგნოზი სიცოცხლისათვის არაკეთილსაიმედოა, თუმცა ავადმყოფები ხანგრძლივი დროის მანძილზეც ინარჩუნებენ შრომისუნარიანობას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook