Tag Archives: შემდეგში

ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნეები – გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ წარმოადგენს კეთილთვისებიან ადენომას, ზოგჯერ კარცინომას. ხასიათდება ნელი განვითარებით; მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში. კლინიკური სურათი წარმოდგენელია ჰიპერეპარათირეოიდიზმის სიმპტომებით, რაც უკავშირდება პარატჰორმონის მომატებული გამოყოფას. ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ჰიპერკალცინემია, ჰიპოფოსფატემია, შარდთან კალციუმისა და ფოსფორის მომატებული გამოყოფა. ძვლის ქსოვილის რეზორბციის შედეგად

Read More

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More