ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნეები – გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ წარმოადგენს კეთილთვისებიან ადენომას, ზოგჯერ კარცინომას. ხასიათდება ნელი განვითარებით; მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში. კლინიკური სურათი წარმოდგენელია ჰიპერეპარათირეოიდიზმის სიმპტომებით, რაც უკავშირდება პარატჰორმონის მომატებული გამოყოფას. ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ჰიპერკალცინემია, ჰიპოფოსფატემია, შარდთან კალციუმისა და ფოსფორის მომატებული გამოყოფა. ძვლის ქსოვილის რეზორბციის შედეგად ვითარდება ტკივილი ძვლებში, მათი დეფორმაცია, ოსტეოპოროზი, მოტეხილობები. წარმოიქმნება ნეფროკალცინატები, შემდეგში ვითარდება თირკმლის უკმარისობა; სხვა გამოვლინებებია: ანორექსია, ღებინება, ნერვულ – კუნთოვანი დარღვევები, პანკრეატიტის, კუჭის წყლულის სიმპტომები. დიაგნოზის დადგენა ხდება სისხლში პარატჰორმონის გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე, პარაფარისებრი ჯირკვლის მდებარეობის ზონების ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა