გულის ანევრიზმა – მიოკარდიუმის ინფარქტი შემთხვევათა 10 – 15% – ში რთულდება ანევრიზმის განვითარებით. პოსტინფარქტული ანევრიზმების უდიდესი ნაწილი მდებარეობს მარცხენა პარკუჭის წინა კედელზე, გულის მწვერვალთან. იშვიათად ანევრიზმის მიზეზია ტრავმა, რევმატიზმი.
სიმპტომები, მიმდინარეობა – მცირე ზომის ანევრიზმები (4 სმ – ზე ნაკლები) შესაძლებელია მიმდინარეობდნენ უსიმპტომოდ. როგორც წესი, ადგილი აქვს მიოკარდის ფუნქციის დარღვევებს, განპირობებულს ძირითადი დაავადებებით.
აღინიშნება გულის საზღვრების გადიდება, პრეკარდიალური პულსაცია, ეკგ – ზე – მიოკარდის ინფარქტისათვის დამახასიათებელი მონოფაზური მრუდი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება გულის კონტურის გამობერვა. ანევრიზმის ზომებსა და ზუსტ ლოკალიზაციას ადგენენ რენტგენოკიმოგრაფიით. აუცილებელია მიოკარდის ფუნქციის გულდასმითი გამოკვლევა – გულის ღრუების კათეტერიზაცია და სხვ. ოპერაციის ჩვენებაა ანევრიზმის გასკდომის საშიშროება, მზარდი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, თრომბოემბოლიური გართულებები, მორეციდივე პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
..
გულის ანევრიზმა (2) – გულის გათხელებული კედლის შემოსაზღვრული ნაწილის გამობერვა; ვითარდება გულის ინფარქტის შემდგომ. შესაძლოა მიზეზი იყოს გულის რიტმის დარღვევის, გულის უკმარისობის, თრომბოემბოლიის წარმოქმნისა; რადიკალური მკურნალობა ოპერაციულია.
გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი..