გენი

გენი – (ბერძ. Genos გვარი, წარმოშობა) მემკვიდრეობითობის სტრუქტურული და ფუნქციონალური ერთეული, რომელიც წარმოადგენს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას მოლეკულის მონაკვეთს. (1)

გენი (gene) –მემკვიდრეობის ძირითადი ფიზიკური და ფუნქციონალური ერთეული. ქრომოსომის ტრანსკრიბირებადი მონაკვეთი, რომელიც აკოდირებს პოლიპეპტიდს, რ-რნმ-ს ან ტ-რნმ-ს. გენის მოქმედება ვლინდება ფენოტიპში. გენი, შეიძლება მუტირებდეს ალელური ფორმების ჩამოყალიბებით. მას ასევე შეუძლია ჰომოლოგიურ გენებთან რეკომბინირება. ტერმინი „გენი“ მეცნიერებაში დაამკვიდრა 1909 წელს  ვ. იოჰანსენმა. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.