გვამის გაკვეთა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გვამის გაკვეთა – სექცია, ავტოფსია, ობდუქცია, მიცვალებულის სხეულის გამოკვლევა მის ორგანიზმში მომხდარ ავადმყოფურ ცვლილებათა ხასიათისა და სიკვდილის მიზეზის დასადგენად. განარჩევენ პათოლოგანატომიურ და სასამართლო – სამედიცინო გაკვეთას. პატოლოგანატომიური გაკვეთა ხდება კლინიკის ან საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში (პათოლოგანატომიური განყოფილება ანუ პროზექტურა), სადაც ექიმი პათანატომი (პროზექტორი) კვეთს სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი ავადმყოფის გვამს; სასამართლო სამედიცინო გაკვეთას მიმართავენ სასამართლო ორგანოების დავალებით, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ სიკვდილის მიზეზი ძალადობა ან ბოროტმოქმედებაა; გვამს კვეთს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი მორგში. გვამის გაკვეთა განსაზღვრული მეთოდიკის მიხედვით ხდება და ფორმდება სათანადო ოქმით (პათოლოგანატომიური გაკვეთისას) ან აქტით (სასამართლო – სამედიცინო გაკვეთისას). გვამის გაკვეთას დიდი როლი ენიჭება სწავლებისას, ექიმის ცოდნის სრულყოფისათვის (დაავადების სწორი გამოცნობისა და მკურნალობის კონტროლი). გვამის გაკვეთის საფუძველზე მუშავდება თანატოლოგიისა და რეანიმატოლოგიის პრობლემები, სიკვდილიანობისა და ლეტალობის სტატისტიკური მაჩვენებლები. მის მონაცემებს ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლოსათვის. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა