ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გიგანტური უჯრედები – (gigantocyti ბერძნ. gigas, gigantos – გოლიათი) ერთბირთვიანი, ან უფრო ხშირად მრავალბირთვიანი უჯრედები, რომლებიც ზომით მნიშვნელოვნად აღემატებიან მოცემული ქსოვილის ჩვეულებრივ უჯრედებს. როგორც წესი, გიგანტური უჯრედების ბირთვები პოლიპლოიდური და ანეუპლოიდურია. პოლიპლოიდიასთან დაკავშირებულია ამ უჯრედების ზომის გადიდებაც, გიგანტური უჯრედები განსაკუთრებით ხშირია სიმსივნეებში. გიგანტური ეწოდება ძვლის ტვინის მეგაკარიოციტებს, ოსტეოკლასტებს, უცხო სხეულების უჯრედებს, ლანგჰანსის უჯრედებს ლიმფოგრანულომატოზისა და ტუბერკულოზის დროს, პლაცენტის ქორიონის ნაწილის უჯრედებს და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა