გლოსალგია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ კონტაქტური ალერგიის დროს. სიმპტომები. წვის, მოწეწკვის შეგრძნებები ენის წვერზე ან ძირში, ხშირად ერთ მხარეზე. ეს შეგრძნებები წარმოიქმნება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, საღამოს საათებში. არაიშვიათია სიმშრალე პირში. ზოგჯერ აღინიშნება ტუჩებისა და პირის ღრუს ლორწოვანის სხვა უბნებია და სახის კანის პარესთეზიები. დაავადებას ახლავს კანცეროფობია. გამოხატული ცვლილებები ენის ლორწოვანზე არ აღინიშნება. დაავადების დასაწყისი ხშირად ასოცირდება კბილის ექსტრაქციასთან, დაბჟენასთან, პროთეზირებასთან და სხვ. ზოგჯერ ჩივილები წარმოიქნება ავადმყოფის მიერ ენის რაიმე ანატომიური თავისებურების აღმოჩენის შემდეგ. მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია და ეყრდნობა ავადმყოფის გამოკვლევის მონაცემებს. აუცილებელია ენის გამაღიზიანებელი ფაქტორის მოხსნა. პროგნოზი კეთილსაიმედოა. გლოსალგია – (სტომატ.) glossalgia ენის დაავადება, მიმდინარე ნევროლოგიური სიმპტომებით – წვით, პარესთეზიებით და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა