გრძნობათა ორგანოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გრძნობათა ორგანოები – (ფსიქოლოგია) ნერვული მოწყობილობები, რომლებიც სუბიექტს გადასცემენ გარემოში (ექსტერორეცეფცია) და თავად მის ორგანიზმში (ინტერორეცეფცია) მომხდარი ცვლილებების შესახებ სიგნალებს. განასხვავებენ ხუთ გარე გრძნობით სისტემას – მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება, კანის მგრძნობელობა. ფაქტიურად არსებობს გაცილებით მეტი რაოდენობა (მაგალითად, მხოლოდ კანზე ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევა, ტკივილი, სიცივე, სითბო და სხვ.). გრძნობათა ორგანოები შედგება რეცეპტორებისაგან, ნერვული გამტარებისა და ცენტრებისაგან. თითოეული გრძნობათა ორგანო იძლევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შეგრძნებას. ადამიანისა და უმაღლეს ცხოველების სპეციალიზირებული გრძნობათა ორგანოები (ფსიქოლოგია) შედეგია უმდაბლესი ცხოველების მარტივი და არადიფერენცირებული გრძნობათა ორგანოების ევოლუციისა. ევოლუციის პროცესში შენარჩუნდა შესაბამისობა გრძნობის ორგანოებსა და ეფექტორულ (უპირატესად კუნთოვან – მოტორული) აპარატს შორის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა