გულის ფრიალი

გულის ფრიალი – (palpitatio cordis) საკუთარი გულის გახშირებული, გაძლიერებული ან არასწორი მუშაობის შეგრძნება. გულის ფრიალი ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება გულის ორგანული დაზიანებისას, რომელიც მიმდინარეობს ტაქიკარდიით, ან არითმიით (მიოკარდიტების, გულის მანკების, კარდიოსკლეროზის დროს, ფილტვ – გულის უკმარისობის დროს), ნერვული სისტემის ფუნქციური და ორგანული დაზიანებისას, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროს; შესაძლოა აღინიშნებდეს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ფეოქრომოციტოზისა და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. ჯანმრთელი ადამიანი გულის ფრიალს გრძნობს მხოლოდ მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის, ჭარბი ფსიქოემოციური დაძაბულობის დროს, ასევე ზურგზე, გვერდზე წოლისას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი