გულმკერდის აორტის დასწვრივი ნაწილის ანევრიზმა

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გულმკერდის აორტის დასწვრივი ნაწილის ანევრიზმა – განპირობებულია ათეროსკლეროზით, სიფილისური დაზიანებით, ტრავმით. სიმპტომები. ხშირად ავადდებიან მამაკაცები 50 – 70 წლის ასაკში. ათეროსკლეროზული ანევრიზმა ჩვეულებრივ ლოკალიზდება დასწვრივი აორტის პროქსიმალურ ნაწილში. რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება აორტის გაფართოება – ტომრისებური (ხშირად სიფილისური ანევრიზმა) ან თითისტარისებური (ათეროსკლეროზული ანევრიზმა). დიაგნოზი დასტურდება კომპიუტერული ტომოგრაფიით, ასევე აორტოგრაფიით. მკურნალობა ოპერაციულია – ანევრიზმის ამოკვეთა შემდგომი ალოპროთეზირებით.

გაფრთხილება!