გულძარმვა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გულძარმვა – წვის ავამდყოფური შეგრძნება, უპირატესად საყლაპავის ქვედა ნაწილში, შესაძლებელია ვრცელდებოდეს კუჭიდან ყელში; თან ახლავს უსიამოვნო გემო პირში. განპირობებულია კუჭის მჟავე შიგთავსის გადასროლით საყლაპავში. მიზეზები: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, რეფლუქს – ეზოფაგიტი, კუჭის დაავადებები და სხვ. გულძმარვა – წვის უსიამოვნო შეგრძნება გულის კოვზთან და საყლაპავის გასწვრივ. იწვევს კუჭიდან საყლაპავში კუჭის მჟავე შიგთავსის დაბრუნება. ზოგჯერ დაკავშირებულია საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მოტორიკის მოშლასთან. გულძმარვა აღინიშნება წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ქოლეცისტიტის, კუჭის წვენის მომეტებული მჟავიანობისა და სხვ. დროს. შეიძლება გამოიწვიოს მლაშე, ცხარე, ცხიმიანმა საკვებმაც. მკურნალობა: გულძმარვის გამომწვევი დაავადების მკურნალობა, სპეციალური დიეტა,. ნახშირწყლებისა და ისეთი ნივთიერებების შეზღუდვა, რომლებიც აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. მიმართავენ აგრეთვე ჭარბი მჟავიანობის გამანეიტრალებელ საშუალებებს – (საჭმელი სოდა, მწვარი მაგნეზია და სხვ.). მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით, ვინაიდან ტუტეების ხშირმა და უსისტემო ხმარებამ შეიძლება დააზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა