გუნება, სულიერი განწყობილება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გუნება, სულიერი განწყობილება – (ფსიქოლოგია) შედარებით ხანგრძლივი, ზომიერი ან სუსტი ინტენსივობის მდგრადი ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება ინდივიდის ფსიქიკური ცხოვრების საერთო ფონით და უზრუნველყოფს მასში გარკვეული მოდალობის ემოციის უპირატესობას. ჩვეულებრივ გუნებ – განწყობა ფორმირდება ცხოვრების ცალკეული მოვლენების გავლენით – წარმატებები, შეხვედრები, მიღებული გადაწყვეტილებები და მისთ., მაგრამ, განსხვავებით სიტუატიური ემოციებისაგან და აფექტებისაგან, სულიერი განწყობილება წარმოადგენს არა უშუალოდ ასეთი მოვლენების შედეგებზე ემოციურ რეაქციას, არამედ უფრო ზოგადი ცხოვრებისეული გეგმების, ინტერესების და მოლოდინის კონტექსტში მათ მნიშვნელობაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა