გუჟერო – ფალტის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გუჟერო – ფალტის სინდრომი – (Н. Е. Gougerot, ფრან. დერმატოლოგი; W. Falta, ავსტრიელი ექიმი; სინ.: გუჟეროს სინდრომი, ფალტის სინდრომი) ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: მშრალი დანაოჭებული კანი, კბილების ნაადრევი დაცვენა, სქესობრივი ფუნქციის დასუსტება, ფიზიკური და ფსიქიკური ასთენია; აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ატროფიის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა