დაზღვევის ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დაზღვევის ხელშეკრულება – შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთ – ერთი მხარე (მზღვეველი) კისრულობს ვალდებულებას პირობითი ანაზღაურების (სადაზღვევო პრემია) სანაცვლოდ აანაზღაუროს მეორე მხარის (დამზღვევის) ზარალი, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხიფათებისა და შემთხვევითობების შედეგად მიადგა დაზღვეულ ობიექტს.

ყველა ქვეყანაში სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობა და შინაარსი დამტკიცებადი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი მტკიცებულობებით (სადაზღვევო პოლისი, სადაზღვევო სერთიფიკატი, სადაზღვევო ქვითარი და სხვ. მისთ.) დიდ ბრიტანეთში პოლისების გარდა, თუმცაღა გამოიყენება სადაზღვევო სერტიფიკტები და სხვა დოკუმენტები, სასამართლო გარჩევები მაინც მხოლოდ პოლისის საფუძველზე წარმოებს და ასეთი შემთხვევებისათვის მზღვეველი ვალდებულია პოლისით შეცვალოს ადრე გაცემული სადაზღვევო დოკუმენტი (რაც პოლისს არ წარმოადგენს).

დაზღვევის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები (ტვირთების შესახებ ასეთი ხელშეკრულების გამოკლებით) დამზღვევს არ შეუძლია მზღვეველის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს. ტვირთების დაზღვევის ხელშეკრულებით დამზღვევლს შეუძლია თავისი უფლებები გადასცეს სხვა პირს დაზღვევის ხელშეკრულების დოკუმენტზე გადასაცემი წარწერის გაკეთებით (წარმდგენის სახელის მითითებით) და არ მოითხოვს მზღვეველის თანხმობას და მის ინფორმირებას ამის შესახებ. საგარეო ვაჭრობაში დაზღვევის ხელშეკრულების უფლებების გადაცემას აქვს დიდი მნიშვნელობა. უფლებების გადაცემა დაიშვება მხოლოდ ცალკეული და არა გენერალური პოლისების მიხედვით.

გაფრთხილება!

………..