დაკოჟრება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დაკოჟრება – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის რქოვანა გარსის შემოსაზღვრული შეძენილი შესქელება (ჰიპერკერატოზი). უხშირესად დაკოჟვრა ვითარდება იმ ადგილებში, რომლებიც განიცდიან ხანგრძლივ ზეწოლას; არც თუ იშვიათად ისინი ატარებენ პროფესიულ ხასიათს. დაკოჟვრის ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს პროფესიის ხასიათი, ასე მაგალითად: უროსმცემლებში, მჭედლებში – ხელისგულები, მევიოლინეებს, გიტარისტებს – ხელის თითების დისტალური ფალანგები და ა.შ. კლინიკური დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ სიძნელეს არ წარმოადგენს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა