დარიერ – როსის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დარიერ – როსის დაავადება – ანუ სინდრომი. კეთილთვისებიანი გრანულომატოზი, ეპითელოიდურ – უჯრედოვანი ქრონიკული რეტიკულო – ენდოთელიოზი, კეთილთვისებიანი მილიარული ლუპოიდი, ეპითელოიდური გრანულომატოზი, ატიპიური ტუბერკულოზი – უვნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადება. ხასიათდება ლიმფური სისტემის, შინაგან ორგანოებისა და კანის დაზიანებით, სპეციალური გრანულების წარმოშობით, რომლებიც გარშემორტყმულია ჰიალინის ფენით. სინონიმებია: შაუმანის კეთილთვისებიანი ლიმფოგრანულომატოზი, ბეკის დაავადება, ბენიე – ბეკ – შაუმანის დაავადება, ჰეტჩინსონ – ბეკის დაავადება ანუ ჰეტჩინსონ – ბეკის გრანულომატოზი, ტენესონის დაავადება, მოელერ – ებკის დაავადება, ჰეერფორდტის დაავადება, მორტიმერის დაავადება, იუნგლინის დაავადება II. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა