დედუქცია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დედუქცია – (ლათ. Deductio – გამოყვანა) ბჭობის (დასკვნის) ერთ – ერთი ძირითადი წესი და კვლევის ერთ – ერთი ძირითადი მეთოდი. დედუქციის ცნებაში ფართო აზრით იგულისხმება ყოველგვარი დასკვნა საერთოდ, ხოლო სპეციფიკური და საყოველთაოდ მიღებული აზრით – დასაბუთება, ანუ მტკიცების გამოყვანა (გამომდინარეობა) ერთი ან რამდენიმე სხვა მტკიცებიდან (წანამძღვრებიდან) ლოგიკის კანონების საფუძველზე, რომელსაც სარწმუნო ხასიათი აქვს. დედუქციური დასკვნისას გამომდინარე აზრები წანამძღვრებშია მოცემული, ოღონდ დაფარულად, ისინი გამოყვანილი უნდა იქნენ წანამძღვრებიდან ლოგიკური ანალიზის მეთოდების გამოყენების შედეგად. დედუქციის ცნების თანამედროვე გაგება წარმოადგენს დედუქციის, როგორც ზოგადიდან კერძოზე დასკვნის არისტოტელესეული გაგების შორეული შედეგების მქონე განზოგადებას და მის ცალმხრივობას აჩვენებს. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)დედუქცია – მსჯელობა, რომელიც ზოგად დამოკიდებულებათა შესახებ აბსტრაქტული მტკიცებულებებიდან ცალკეული პროცესების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებების მიმართულებით მიმდინარეობს. (სოც.კვლ.,მარკ)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა