დეკომპრესიული დაავადებები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეკომპრესიული დაავადებები – დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ვითარდება მაღალ სიმაღლეებზე ასვლის დროს ან პირველი 24 საათის განმავლობაში 10 მ – ზე მეტი სიღრმიდან ამოსვლის შემდეგ. გარემოს წნევის მკვეთრი დაქვეითების გამო სისხლში და ქსოვილებში ჭარბად გახსნილი გაზი წარმოქმნის ბუშტუკებს, რომელიც ახდენს ადგილობრივ მექანიკურ ზემოქმედებას და სისხლის მიმოქცევის მოშლას.. ვლინდება ტკივილით კუნთებსა და სახსრებში, ფსიქონევროლოგიური დარღვევებით (თავბრუსხვევა, მეტყველების დარღვევა, გონების დაბინდვა, დამბლები). პროფილაქტიკა – დეკოპრესიის წესების დაცვა. მკურნალობა – ჰორიზონტალური მდგომარეობა, ჟანგბადი, სითხეების შეყვანა, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა