დემიელინიზირებადი დაავადებები

დემიელინიზირებადი დაავადებები – ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების ჯგუფი, რომელთაც საფუძვლად უდევთ ნერვული ბოჭკოების მიელინური გარსის დაზიანება, ან მისი წარმოქმნის დარღვევა. საკუთრივ დაავადების დროს ზიანდება ნორმალურად სინთეზირებული მიელინი (მათ რიცხვს მიეკუთვნება გაფანტული სკლეროზი, მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი, შილდერის დიფუზური სკლეროზი, ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი და სხვ.). დისმიელინირებადი დაავადებებისას (მიელონოპათიები) დარღვეულია მიელინის გარსის ფორმირება (მაგ. ლეიკოდისტროფიები, ფენილკეტონურია, განგლიოზიდოზები, მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ლიპიდების ან ამინომჟავების ცვლის დარღვევასთან).

კლინიკურად თავის ტვინის დემიელინიზირებადი დაავადებები ვლინდება იმ სტრუქტურების მოშლის სიმპტომებით, რომლებიც მდიდარია მიელინით (მაგ. მხედველობის ნერვები, ნათხემი, კორძიანი სხეულის სემიოვალური ცენტრი).

პერიფერიული ნერვული სისტემის დემიელიზირებად დაზიანებებში შედის გიიენ – ბარეს სინდრომი, ქრონიკული ანთებითი დემიელინიზირებადი პოლინევროპათია, მულტიფოკალური მოტორული ნევროპათია დისპროტენიემიების, დიფთერიების დროს, ასევე ზოგიერთი მემკვიდრეობითი სენსორულ – მოტორული ნევროპათიები.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი