დუღილი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის). იმისთვის რომ დუღილი არ შეწყდეს, საჭიროა სითბის მიწოდება, რომელიც იხარჯება ორთქლწარმოქმნაზე. სითხის სტაციონარული დუღილის დროს მყარდება ტემპერატურის დამახასიათებელი განაწილება. დუღილს ფართოდ იყენებენ ტექნიკასა და ყოფა – ცხოვრებაში (ამოორთქვლა, რექტიფიკაცია, კონსერვირება, და სხვ.) [“1”] დუღილი – ორგანული ნივთიერებების, უპირატესად ნახშირწყლების ფერმენტული დაშლა, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის გამოყენების გარეშე. წარმოადგენს ორგანიზმთა ცხოველქმედებისათვის საჭირო ენერგიის წყაროს და დიდ როლს ასრულებს ნივთიერებებათა ცვლაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook