Tag Archives: ტემპერატურულ

სითბოს ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოს ცენტრი – თერმორეგულაციის ცენტრი, სპეციფიკურ ნერვულ უჯრედთა ერთობლიობა, რ – იც თავმოყრილია ჰიპოთალამუსსა და ზოგიერთ სხვა ნერვულ სტრუქტურაში და უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის მუდმივი დონის შენარჩუნებას თბილსისხლიან ცხოველებსა და ადამიანში. ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში ხდება სითბოს გადაცემის რეგულაციის, ხოლო მის უკანა ბირთვებში  –  სითბოპროდუქციის კონტროლი. სითბოს ცენტრის ზოგი

Read More

დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის).

Read More