დიაფრაგმული ნერვის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიაფრაგმული ნერვის სინდრომი – დიაფრაგმის პარეზი; ვლინდება ხველების ბიძგის სისუსტითა და დიაფრაგმის მაღლა დგომით და უმოძრაობით, რაც კარგად ჩანს რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მუცლის ფარზე აღინიშნება სუნთქვითი მოძრაობების პარადოქსული ხასიათი (ფერდქვეშა არეების ჩამოვარდნა შესუნთქვაზე და ამოვსება – ამოსუნთქვაზე). აღინიშნება დიაფრაგმული ნერვის და ზურგის ტვინის კისრის III – IV სეგმენტების წინა რქებისა და ფესვების დაზიანების შემთხვევებში. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა