დიკროცელიოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიკროცელიოზი – შინაური და გარეული ცხოველების (იშვიათად ადამიანის) ჰელმინთოზური დაავადება. იწვევს ლანცეტისებრი ფორმის პარაზიტი Dicrocoelium lanceatum. გავრცელებულია ყველგან. ვითარდება შუალედი (ხმელეთის ლოკოკინები) და დამატებითი მასპინძლების (ჭიანჭველები) მონაწილეობით. დიკროცელიოზით ცხოველი ავადდება საძოვარზე. დიკროცელიუმი პარაზიტობს ნაღვლის სადინარში, იწვევს ანთებას. ამცირებს ცხოველის პროდუქტიულობას, ასუსტებს მას და ხშირ შემთხვევაში კლავს კიდეც. მკურნალობისას იყენებენ თიაბენდაზოლს, ჰექსაქლორპარაქსილოლს, ჰეთოლინს და სხვ. პროფილაქტიკა: ლოკოკინებისა და ჭიანჭველების მოსპობა აგროტექნიკული და ბიოლოგიური ხერხებით. ი. ჭუბაბრია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა