დიოპტრია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიოპტრია – ლინზებისა და სხვა ღერძსიმეტრიული ოპტიკური სისტემების ოპტიკური ძალის ერთეული. აღინიშნება D – თი. 1 D უდრის ისეთი ლინზის ან სფერული სარკის ოპტიკურ ძალას, რომლის მთავარი ფოკუსური მანძილი არის 1 მ. დიოპტრიით გამოსახული ოპტიკური ძალა მეტრობით გამოსახული მთავარი ფოკუსური მანძილის შებრუნებული სიდიდეა. სხივების შემკრები ლინზის ოპტიკური ძალა დადებითია, გამბნევის – უარყოფითი. დიოპტრიით გამოსახავენ სათვალის ოპტიკურ ძალას. ახლომხედველთა სათვალის ოპტიკური ძალა უარყოფითია, შორსმხედველთა სათვალისა კი – დადებითი, მაგ., +1,5D ან – 6D. [“1”] დიოპტრია – ლინზების ოპტიკური ძალის სისტემგარეშე ერთეული. გამოიყენება ახლომხედველობის ხარისხის შეფასებისას, სათვალის შერჩევისას და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა