დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი

დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი – (დსშ სინდრომი, თრომბოჰემორაგიული სინდრომი)  დსშ სინდრომი ვითარდება მრავალი დაავადებისა და ყველა ტერმინალური მდგომარეობის დროს. ხასიათდება გაფანტული სისხლძარღვშიგა შედედებით და სისხლის უჯრედების აგრეგაციით, შედედებისა და ფიბრინოლიზური სისტემების აქტივაციითა და გამოფიტვით, მიკროცირკულაციების მოშლით ორგანოებში, მათი დისტროფიითა და დისფუნქციით, თრომბოზებისა და სისხლდენებისადმი გამოხატული მიდრეკილებით.

დსშ – ს სინდრომი – დისემინირებული სისხლძარღვთა შედედების სინდრომი. თრომბოჰემორაგიული სინდრომი. ხასიათდება მიკროცირკულატორულ ქსელში თრომბოზის და სისხლჩაქცევათა ან სისხლდენის შერწყმით, რაც ვითარდება სისხლის შედედების ფაქტორთა სრული მოხმარების შედეგად, მიმდინარეობს როგორც მწვავედ, ისე ქვემწვავედ ან ქრონიკულად, შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან დისემინირებული, კომპენსირებული და დეკომპენსირებული.

პათოგენეზური საფუძველია თრომბოპლასტური სუბსტანციების დიდი ოდენობით გამონთავისუფლება დასისხლმიმოქცევაში გადასვლა: სისხლში ამ დროს ჩნდება ქსოვილოვანი თრომბოპლასტინი. გვხვდება ვრცელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, განსაკუთრებით თრომბოპლასტინით მდიდარ ორგანოებზე (საშვილოსნო, ფილტვები, კუწუკანა და წინამდებარე ჯირკვალი) მექანიკური ტრავმის, სიდამწვრის, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის შედეგად. [“3”]

გაფრთხილება!