დიფერენციული ცენტრიფუგირება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიფერენციული ცენტრიფუგირება – ნარევის (ან ქსოვილიანი ჰომოგენატის) გაყოფა შემადგენელ ნაწილებად (ფრაქციებად) სპეციალური აპარატების – ზესიჩქარის ცენტრიფუგების მეშვეობით. ციტოლოგიაში ამ მეთოდს იყენებენ იზოლირებული უჯრედული სტრუქტურული კომპონენტების: ბირთვების, ბირთვაკების, მიტოქონდრიების, ქრომოსომებისა და სხვ. მისაღებად. ამ სტრუქტურის იზოლაცია შესაძლებელია მათი არაერთდროული დალექვით ცენტრიფუგის ბრუნვის დროს სხვადასხვა სიხშირის ბრუნებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა