დოზა, დოზირება

დოზა – სამკურნალო პრეპარატის (მოქმედი ნივთიერების) რაოდენობა, ერთ მიღებაზე. სიტყვა „დოზა“ სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვიდან „დოზირება“ და აღნიშნავს არა მხოლოდ წამლის ერთჯერადად მიღებას, არამედ წამლის მიღების ხანგრძლივობას და სხვა (ექიმის ყველა მითითებას პრეპარატის შესახებ).

აღსანიშნავია, რომ ტერმინი „დოზირება“ უფრო გავრცელებულია, ვიდრე ტერმინი „დოზა“. დღეღამური, კურსობრივი, თერაპიული, მაღალჯერადი, უმაღლესი დღიური… ყველა აღნიშნული არის დოზა და არა დოზირება. თუმცა ზოგჯერ სიტყვა „დოზირებას“ იყენებენ „დოზის“ მნიშვნელობით.

დოზა – არის მხოლოდ წამლის რაოდენობა.

დოზირება – არის დოზირების პროცესი (მიღების ხანგრძლივობა და სხვა). დოზირებაში ასევე მოიაზრებენ, წამლის მოქმედი ნივთიერების ფორმას ერთეულებში (ტაბლეტი, კაფსულა, სუპოზიტორია და სხვა).

ინგლისურ ენაში სიტყვა – dose არის დოზის შესაბამისი, ხოლო დოზირების – dosage, დოზებად დაყოფა – dosing.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.