დროებითი მეხსიერება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დროებითი მეხსიერება – მეხსიერების ქვესისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ოპერატიულ შენახვასა და გადამუშავებას, რომლებიც მომდინარეობენ გრძნობათა ორგანოებიდან და მუდმივი მეხსიერებიდან. სენსორული მეხსიერებიდან დროებით მეხსიერებაში მასალის გადაცემის აუცილებელი პირობაა მისდამი ყურადღების მიპყრობა. ცენტრალური როლს მონაცემთა დროებით შენახვაში ასრულებენ მასალის შინაგანი სახელდებისა და აქტიური განმეორების პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ფარული წარმოთქმის ფორმით. გამოყოფენ განმეორების ორ სახეს: პირველ შემთხვევაში იგი ატარებს შედარებით მექანიკურ (აკუსტიკურ – არტიკულაციურ ) ხასიათს და არ იწვევს მასალის რაიმე შესამჩნევ გარდაქმნას. განმეორების ეს სახე საშუალებას იძლება ინფორმაციის შენახვისა დროებითი მეხსიერების დონეზე, თუმცა არასაკმარისია მის გადასაცემად ხანგრძლივ მეხსიერებაში. დროებითი მეხსიერების სინონიმებია – ,,ოპერატიული მეხსიერება” და ,,სამუშაო” მეხსიერება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა