ებოლას ცხელება

ებოლას ცხელება

ებოლას ცხელება (ინგ.: Ebola fever,  რუს.: лихорадка Эбола,  ლათ.: febris Ebola.) – ჰემორაგიული ცხელება; იწვევს ებოლას ვირუსი.

ებოლას ვირუსი აღმოაჩინეს 1976 წელს ზაირში, ებოლას რაიონში.  ძირითადად გვხვდება აფრიკაში. სავარაუდოდ ავრცელებენ ღამურები და აფრიკის ცხოველები. ბოლომდე შესწავლილი არაა. ავადდებიან ადამიანები და მაიმუნები.
ბოლო მონაცემებით ითვლება, რომ ებოლას ვირუსი  ვრცელდება ჰაერ–წვეთოვანი გზით და ამდენად, საკმაოდ სწრაფად. განსაკუთრებით საშიშია მასობრივი თავშეყრის ადგილები.
ინკუბაციის პერიოდი 21 დღეა.
ებოლას ცხელება  ვითარდება მწვავედ. მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, თავისა და  მუცელის ტკივილით, ფაღარათით, ღებინებით გამონაყარით. დამახასიათებელია კანზე სისხლჩაქცევები და სისხლდენები. ავადმყოფები კვდებიან სისხლის დაკარგვით, ინტოქსიკაციითა და შოკით. ლეტალური შემთხვევები ხშირია.
ებოლას ვირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა შემუშავებულია მკურნალობის გარკვეული მეთოდები.

2014 წელს მოხდა ებოლას ვირუსის მორიგი გავრცელება. გავრცელდა გვინეიდან. პირველივე დღეებში 60–მდე ადამიანი დაიღუპა.
________________________________________________

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

 

______________________________________________
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..