ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტი – (alveolitis exoderma allergica; სინ.: ალერგიული პნევმონიები) ალერგიული პნევმონიების ჯგუფი, რომლებიც განპირობებულია ანტისხეულებისა და ეგზოგენური ალერგენებისაგან წარმომდგარი იმუნური კომპლექსების ჩალაგებით ფილტვებში; მიმდინარეობს დიფუზურ – გაფანტული ალვეოლიტების სახით. დაავადება ვლინდება მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმებით, რაც დამოკიდებულია არა მარტო ორგანიზმის რეაქტიულობაზე, არამედ ალერგენთან კონტაქტის სიხშირესა და ინტენსივობაზე. ძირითადი სიმპტომია ცხელება, სისუსტე, შემცივნება, ოფლიანობა, თავისა და კიდურების ტკივილი, ხველა და ქოშინი; დაავადების ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია სუნთქვის უკმარისობის რესტრიქტორული, იშვიათად ობსტრუქციული ფორმა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა