ენდოთელიუმი

  • თურმანიძის მალამოები

ენდოთელიუმი – (endothelium ბერძნ.endon – შიგნით და thele – დვრილი) სისხლძარღვთა და ლიმფურ ძარღვთა ყველაზე შიგნით მდებარე შრე. შედგება ბაზალურ მემბრანაზე ფენების სახით განლა­გებული პოლიგონური ფორმის უჯრედებისაგან. ენდოთელიოციტების ზედაპირზე შეიძლება იყოს მიკროხაოები (სუბმიკროსკოპულად). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ენდოთელიუმი – მეზოდერმული წარმოშობის უჯრედთა შრე, რომელითაც ამოფენილია სისხლძარღვთა და ლიმფური ძარღვების შიგა ზედაპირი, ასევე სხეულის ღრუების ზედაპირები.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook