ენდოთელიუმი – (endothelium ბერძნ.endon – შიგნით და thele – დვრილი) სისხლძარღვთა და ლიმფურ ძარღვთა ყველაზე შიგნით მდებარე შრე. შედგება ბაზალურ მემბრანაზე ფენების სახით განლაგებული პოლიგონური ფორმის უჯრედებისაგან. ენდოთელიოციტების ზედაპირზე შეიძლება იყოს მიკროხაოები (სუბმიკროსკოპულად). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ენდოთელიუმი – მეზოდერმული წარმოშობის უჯრედთა შრე, რომელითაც ამოფენილია სისხლძარღვთა და ლიმფური ძარღვების შიგა ზედაპირი, ასევე სხეულის ღრუების ზედაპირები.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი