ტერფის ვალგუსური დეფორმაცია

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


ვალგუსური დეფორმაცია – ტერფის დეფორმაცია –  ტერფის დიდის თითის გადახრა თითებისაკენ; წინატერფ-ფალანგის სახსარი  დეფორმირდება, ვითარდება მკვრივი ბორცვი. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, თან ახლავს ანთება და ტკივილი.

განსაკუთრებით ხშირია  30 წლის ზემოთ ქალებში. დეფორმირებული ტერფის დიდი თითი იწვევს დანარჩენი თითების გადანაცვლებას და მათ ჩაქუჩისებრ დეფორმაციას.
წარმოქმნილი მკვრივი ბორცვების გამო შეუძლებელი ხდება ელეგანტური ფეხსაცმლის ტარება; ძვლოვანი წანაზარდები იწვევენ ტკივილსა და წვას, ნაადრევ დაღლასა და ძლიერ დისკომფორტს.
ტერფის ვალგუსური დეფორმაცია კონსერვატულ მკურნალობას ექვემდებარება მხოლოდ ადრეულ სტადიებზე და აღარ ხდება პათოლოგიის შემდგომი განვითარება.

მიზეზები

ტერფის დიდი თითის ვალგუსური დეფორმაციის შესაძლო მიზეზებია: მყესებისა და იოგების მემკვიდრეობითი სისუსტე, რაც კიდევ უფრო შეიძლება გაართულოს შემდეგმა ფაქტორებმა: ჭარბი წონა, ჰორმონული ცვლილებები, ართროზი, პროფესიული თავისებურებები – მუდმივი, მონოტონური დატვირთვები სახსრებზე (სპორტსმენები, ბალერინები, პარიკმახერები და სხვ.); მოუხერხებელი, არაკომფორტული, ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შაქრიანი დიაბეტი, ტერფის ტრავმები.

მკურნალობა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემის გამოვლენისთანავე მკურნალობის დაწყება. დაავადების საწყისი ნიშნების გამოვლენისას ნაჩვენებია კომპლექსური ორთოპედიული ღონისძიებების ჩატარება, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები.
მათ შორის: ინდივიდუალური ორთოპედული ღაბაშები, ორთოპედიული მოწყობილობები – ბანდაჟები, სუპინატორები, თითებშუა ტიხრები, ფიქსატორები, სპეციალური სილიკონის საფენები, რაციონალური ქუსლი, 3-4 სმ –  ყოველდღიური ხმარებისათვის ქალებისათვის; მამაკაცებისათვის 1-2 სმ; ფართოცხვირიანი ფეხსაცმელი, სწორად შერჩეული ორთოპედიული ფეხსაცმელი.
ტერფის დიდი თითის ვალგუსური დეფორმაცია ქრონიკული დაავადებაა და  მუდმივად ან პერიოდულად გვახსენებს თავს. რეციდივების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ტერფის რეგულარული მოვლა, მდგომარეობის გაუარესებისთანავე კი დროული – კონსერვატული ან ქირურგიული მკურნალობა.


ტერფის ვალგუსური დეფორმაცია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ვალგუსური დეფორმაცია – ტერფის დეფორმაცია – ტერფის დიდის თითის გადახრა თითებისაკენ.
🦶 წინატერფ-ფალანგის სახსარი დეფორმირდება, ვითარდება მკვრივი ბორცვი.
💢 დაავადება სწრაფად პროგრესირებს, თან ახლავს ანთება და ტკივილი.
🔨 დეფორმირებული ტერფის დიდი თითი იწვევს დანარჩენი თითების გადანაცვლებას და მათ ჩაქუჩისებრ დეფორმაციას.
🥿 წარმოქმნილი მკვრივი ბორცვების გამო შეუძლებელი ხდება ელეგანტური ფეხსაცმლის ტარება.
😫 ძვლოვანი წანაზარდები იწვევენ ტკივილსა და წვას, ნაადრევ დაღლასა და ძლიერ დისკომფორტს.
💊 ტერფის ვალგუსური დეფორმაცია კონსერვატულ მკურნალობას ექვემდებარება მხოლოდ ადრეულ სტადიებზე და აღარ ხდება პათოლოგიის შემდგომი განვითარება.
👉 გაიგეთ მეტი ტერფის ვალგუსური დეფორმაციის შესახებ – https://shorturl.at/stFHS
#ძვლოვანიწანაზარდიფეხზე #ტერფისდიდითითისვალგუსურიდეფორმაცია #ვალგუსურიდეფორმაცია #ვალგუსურიდეფორმაციისმიზეზები #ბრტყელტერფიანობა #რევმატოიდულიართრიტი #მყესებისანთება #ხრტილისდაკარგვა #ცერათითისდეფორმაცია #ბანდაჟი #ბანდაჟები #ბანდაჟებიფეხისთვის #ტერფისპირველითითისგამრუდება #ძვლოვანიწანაზარდი #ტერფისდეფორმაცია #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბანდაჟი / გამოწერა / დიდი არჩევანი / აქციები
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)