ევენტრაცია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ევენტრაცია – მუცლის ღრუს ორგანოების გამოსვლა მისი კედლის დეფექტიდან. თიაქრისაგან განსხვავებით ევენტრაციის დროს არაა თიაქრის პარკი. გარეთა ევენტრაცია ხასიათდება ორგანოების გამოსვლით მუცლის კედლის ჭრილობიდან მის ზედაპირზე; შიგნითა ევენტრაციის დროს მუცლის ღრუს ორგანოების გამოსვლა ხდება დიაფრაგმაში არსებული დეფექტით პლევრის ღრუში. კანქვეშა ევენტრაცია აღნიშნება ლაპარატომიის შემდეგ, პერიტონიტისა და ოპერაციული ჭრილობის დაჩირქების შედეგად. მკურნალობა: სასწრაფო ოპერაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა