ეზოფაგოსპაზმი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეზოფაგოსპაზმი – საყლაპავის დაავადება, რომელიც ხასიათდება მისი დისფუნქციით – პერისტალტიკის დარღვევით, კედლის სპასტიკური შეკუმშვით. შესაძლოა წარმოიქმნას ნევროზული დარღვევების ფონზე, ან მისი (საყლაპავის) ლორწოვანის მგრძნობელობის გაზრდის, წყლულოვანი დაავადების და სხვ. დროს. ვლინდება ხანგრძლივი ტკივილებით გულმკერდის უკან, დისფაგიით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა – დიეტოთერაპია, სპაზმოლიტიკები და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა