ემბრიობლასტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ემბრიობლასტი – / არქიბლასტი / (embryoblastus ბერძნ.embryo – ჩანა­სახი, blastos – ნერგი, „ჩანასახის ნერგი“, სინ.შიგა უჯრედული მასა – massa cellularum interna) ადამიანისა და ძუძუმწოვრების ჩანასახში უჯრედთა ერთობლიობა ტროფობლასტის შიგნით მო­რულისა­ და ადრეული ბლასტოცისტის სტადიაზე. ემბრიობლასტი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ჩანასახში ე.წ.ჩანასახოვანი კვანძი ბლასტოცისტის ღრუს წარმოქმნის სტადიაზე. ემბრიობლასტი ჩანასახის ნაწილია, რო­მელიც წარმოიქმნება მუქი ბლასტომერების ფირფიტისაგან და შემო­ფა­რ­გლულია ტროფობლასტის ნათელი ბლასტო­მერებით. ემბრიობ­ლასტის მასალა ბლასტოცელში (blastocoelia) ქმნის ჩანასახოვან კვანძს, რომელიც ტროფობლასტის კედლის ერთ – ერთ უბანთან არის მიღებული. შემდგომში ჩანასახოვანი კვანძი გარდაიქმნება ჩანასახოვან ფარად, რომლისგანაც ვითარდება რო­გორც ჩანასახის სხეული, ასევე ზოგიერთი ჩანასახსგარე ორგანო (ამნიონი, ყვითრის პარკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა