ენგელმანის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენგელმანის დაავადება – ჩონჩხის მემკვიდრეობითი სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება გრძელი ლულისებრი ძვლების კორტული შრის გასქელებითა და ძვლის ტვინოვანი ღრუს შევიწროებით. ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში კუნთოვანი სისუსტით, არამყარი სიარულით, კიდურების ძვლების ტგკივილით. შესაძლო გრთულებებია კონტრაქტურების ფორმირება.ენგელმანის დაავადება – თანდაყოლილი სისტემური დიაფიზური ჰიპეროსტოზი, პროგრესირებადი დიაფიზური დისპლაზია. სისტემური მემკვიდრეობითი ოსტეოსკლეროზი მიოპათიით. გენერალიზებული ჰიპეროსტოზი. მიეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს, ავტოსომურ – დომინანტური ტიპის გადაცემით. ხასიათდება ბარძაყის, წვივის, მხარის ძვლების დიაფიზების ჰიპეროსტოზით, რასაც თან სდევს სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა და კუნთების მასის შემცირება. სინონიმი: კამურატ – ენგელმანის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა