ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ენდოკრინოციტები – (endocrinocyti ბერძნ.endon – შიგნით, cytos – უჯრედი და crinein – გამოყოფა) კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ცალკეული ენდოკრინული ჯირკვლები. გამოყოფენ პეპტიდებს – ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ენდოკრინოციტი – / თეკის / (endocrinocytus thecalis ბერძნ. endon – შიგნით, crinein – გამოყოფა, cytos – უჯრედი და theka – გარსი) საკვერცხის ფოლიკულის გარსის ინტერსტიციული უჯრედებია, რომლებიც ფოლიკულურ ეპითელიუმთან ერთად ესტროგენს პროდუცირებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა