ექსპულსიური ჰემორაგია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ექსპულსიური ჰემორაგია – (ბერძ. Haimorrhagia; ლათ. expulsio გამოდევნება) სისხლდენა სუპრაქორიოიდალურ სივრცეში (თვალის სისხლძარღვოვან გარსსა და სკლერას შორის). წარმოადგენს ოპერაციის იშვიათ, მძიმე გართულებას, რომელიც მიმდინარეობს თვალის კაკლის გაკვეთით (კატარაქტის ექსტრაქცია და სხვ.). შესაძლოა წარმოიქმნას ოპრაციის დროს, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება ადრეულ ოპერაციის შემდგომ პერიოდში. დაავადება ვლინდება თავისა და თვალის ძლიერი ტკივილით, გულისრევით, ზოგჯერ ღებინებით. აღინიშნება სისხლის გაჩენა წინა საკანში, სისხლდენა ოპერაციული ჭრილობიდან; შესაძლოა იყოს სრული, როდესაც თვალის შიგთავსი მთლიანად გამოდის ჭრილობიდან, და ნაწილობრივი – როდესაც თვალი გარსი მხოლოდ სცილდება სკლერას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა