ექსჰუმაცია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ექსჰუმაცია – (ექს … და ლატ. humus – მიწა), საფლავიდან გვამის ამოღება სასამართლო – სამედიცინო და კრიმინალისტიკური გამოკვლევისათვის. ძირითადად მიმართავენ: 1. როცა არსებობს დასაბუთებული მოსაზრება, რომ სიკვდილი ძალადობითი ხასიათისა იყო და სასამართლო – სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებულა.; 2. თუ თავდაპირველი ექსპერტიზა არაკომპეტენტური იყო ან არსებითი ნაკლი ჰქონდა; 3. თუ საჭიროა გვამის, ტანსაცმლის ან საფლავში ჩატანებული სხვა საგნების დამატებით დათვალიერება; 4. თუ აუცილებელია გვამის ამოსაცნობად წარდგენა. ექსგუმაცია ტარდება გამომძიებლის დადგენილებით; გამომძიებლის, თანამოწმეთა და სასამართლო – სამედიცინო ექსპერტის თანდასწრებით. ექსგუმაციის პროცესი შეძლებისდაგვარად აღიბეჭდება ფოტო – ან კინოფირზე; გამომძიებელი ადგენს დაწვრილებით ოქმს; სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი იძლევა სპეციალურ დასკვნებს, რომლებიც შეიცავს მონაცემებს გვამის გამოკვლევის თაობაზე. ექსჰუმირებულ გვამს შემოწმების შემდეგ იმავე საფლავში ჩაასვენებენ. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა