ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ექტოდერმა – (ectoderma ბერძნ.ectos – გარეთ, გარედან და derma, dermatos – კანი) სამშრიანი ჩანასახის გარეთა ჩანასახოვანი ფურცელია (გასტრულის შემადგენლობაში ჩანასახის გარეთა შრეა). ექტოდერმის წარმონაქმნებია კანის ექტოდერმა და ნეიროექტოდერმა, საიდანაც წარმოიქმნება ეპიდერმისი, ნერვული სისტემა და გრძნობათა ორგანოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ტემინი შემოიღო ე.ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ექტოდერმა – მრავალუჯრედიანი ცხოველებისა და ადამიანის გარე ჩანასახოვანი ფურცელი, გასტრულის გარეთა შრე.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა