ვალენბეგ – ზახარჩენკოს სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვალენბეგ – ზახარჩენკოს სინდრომი – მოგრძო ტვინის გარე ნაწილების დაზიანების სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის ან ნათხემის უკანა ქვედა არტერიის დაცობით. ვლინდება სახის კანის მგრძნობელის დაქვეითებით, ხახისა და ხორხის კუნთების დამბლით, გორნერის სინდრომითა და ჰემიატაქსიით – პათოლოგიური კერის მხარეზე და მგრძნობელობის დარღვევით სხეულის საპირისპირო მხარეზე. 2. ვალენბერგ ზახარჩენკოს სინდრომი – პათოლოგიური პროცესის მხარეზე აღინიშნება მბერავი იოგებისა და რბილი სასის დამბლა, კლოდ ბერნარ – ჰორნერის სინდრომი, ჰემიტაქსია, მგრძნობელობით დისოცირებული ხასიათის მოშლა სახეზე, ხოლო მოპირდაპირე მხარეზე – ჰემიანალგეზია. გვხვდება ნათხემის უკანა ქვედა ან ვერტებრული არტერიის დახშობის დროს. არტერიის ვარიაბილობის გამო აღწერილია აღნიშნული სინდრომის შემდეგი ვარიანტები: 1. ზემოაღნიშნულ სინდრომს თან ერთვის თავის ტვინის მე – 6 – 7 წყვილი ნერვების პარეზი; 2. სინდრომი ხასიათდება ტრიპლეგიით ან ჯვარედინა ჰემიპლეგიით; 3. ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის მოშლა აღინიშნება სახის ორივე ნახევარში. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა